Რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამეტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილება დაამტკიცა; ცვლილება, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტების დაწესებას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის პერიოდულ ზრდას. Ვალდებულება ამგვვარია, საპარლამენტო არჩევნებში, პარტიულ სიებში, ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესისა. Გრძელვადიან პერსპექტივაში კი – მინიმუმ ყოველი მესამე. Ადგილობრივ საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა 13%-ს შეადგენს, ხოლო პირდაპირი წესით არჩეული 64 მერიდან ქალი მხოლოდ ერთია. Პოლიტიკურ სივრცეში Გენდერული უთანასწორობის კვოტირების საშუალებით აღმოფხვრა ქართულ რეალობაში პრობლემასთან გამკლავების ერთადერთ ლოგიკურ საშუალებად რჩება, თუმცა, ამ საკითხის კონსეკვენციალისტური მორალით განხილვისას გამოჩნდება, რომ ეს მეთოდი სულაც არ არის პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური საშუალება, რადგან კვოტირება, როგორც საერთო კეთილდღეობის მაქსიმიზაციისკენ მიმართული ქმედება, არ არის ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ოპტიმალური გზა.
Რაც შეეხება უშუალოდ კონსეკვენციალიზმს – მისი ძირითადი დოქტრინა გვეუბნება, რომ ნებისმიერი მოვლენისა თუ გადაწყვეტილების ავკარგობა მისივე შედეგებით განისაზღვრება. Შესაბამისად, ის, თუ რამდენად ეფექტურია კვოტირება, განისაზღვრება იმით, თუ რამდენად კარგი შედეგი მოჰყვება მის პრაქტიკაში განხორციელებას. Ამ შემთხვევაში ძირითადი საკითხი ისაა, რას ვარქმევთ “კარგს” და რას “ცუდს” – კონსეკვენციალისტის როლიც სწორედ აქ შემოდის, მისი ფუნქციაა, გამოყოს რაიმე კომპონენტი ან კომპონენტთა ერთობლიობა, რომელსაც პირობითად “კარგს” დავარქმევთ. Რაღაცის სიკარგის დადგენისას მნიშვნელოვანია ის, თუ რას ავიღებთ კონსეკვენციალიზმის ამომავალ წერტილად – ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეტად ლეგიტიმური იქნება ე.წ. “Ობიექტური სიის” ცნების შემოტანა, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთო კეთილდღეობის ხარისხს სწორედ ამ სიის შემადგენელი ისეთი კომპონენტები განსაზღვრავს, რომლებიც ფუნდამენტური სიკეთეებისთვისაა აუცილებელი. Კონსეკვენციალისტური მიდგომის გამოყენებისას ამგვარი ფუნდამენტური სიკეთე დემოკრატიაა, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის სართო კეთილდღეობის ხარისხს. Ჯონ სტიუარტ მილი ამბობს, რომ ადამიანის მორალური განვითარების პროგრესს მნიშვნელოვნად აფერხებს ქალების სოციალური სუბორდინაციის ტენდენცია. Კლასიკური ფემინისტური თეორიის მიმდევარი ჰარიეტ ტეილორიც იმავეს ადასტურებს, რომ დისკრიმინაციული გამოვლინებები საერთო ბედნიერების ხარისხს კრიტიკულად აზარალებს. Კონსეკვენციალისტური მორალის თანახმად, თუ რაღაც მოვლენა უფრო მეტად საზიანოა ვიდრე მომგებიანი, უკვე ფუნდამენტური წინააღმდეგობა იქმნება. Გენდერული უთანაბრობის დაბალანსების მცდელობისას, ის საბოლოო სიკეთე, რაც დემოკრატიაა, თანასწორობით მიიღწევა, ეს თანასწორობა კი ხშირად ხელოვნურად იქმნება კვოტირებით – ყველაზე დიდი გარღვევა აქ სწორედ ისაა, რომ ამგვარი საკითხის ილუზიური, ხელოვნურად შექმნილი მეთოდით გადაწყვეტა აბსურდამდე მიგვიყვანს და მაქსიმიზებული კეთილდღეობის წინაპირობად ვერ იქცევა. Დისკრიმინაციის აღმოფხვრა ასევე დისკრიმინაციული მეთოდის გამოყენებით უთანასწორობის ტენდენციას კიდევ უფრო გაუმყარებს საფუძველს და ცალსახად უარყოფს დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს. Კვოტირება, როგორც მეთოდი სტიგმატიზაციის წინაპირობად იქცევა, რის ფარგლებშიც ქალების წარმომადგენლობითი როლის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკის სფეროში კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება. Იმისთვის, რომ ორგანულად შეიქმნას თანასწორობის ტენდენცია, მნიშვნელოვანია, საჯარო პოლიტიკის სფეროში წარმომადგენლობას ჩამოვაშოროთ ის შეზღუდვები, რომლებსაც კონკრეტული რიცხვების შემოღება აღმოაცენებს ხოლმე. ის, რომ განსაზღვრულია, თუ რამდენი კაცი და რამდენი ქალი მოხვდება პოლიტიკურ სივრცეში თავისთავად დისკრიკმინაციული მიდგომაა და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ქალის, როგორც სრულფასოვანი წარმომადგენლის ლეგიტიმაციას, შესაბამისად, ისევ სტიგმატიზაციის პრობლემამდე მივდვივართ. Კლასიკური უტალიტარიანიზმი, რაც თითქმის ყოველთვის კონსეკვენციალიზმს უტოლდება ხოლმე, ამგვარ საკითხებს პრაგმატულად უყურებს, ისევ, შედეგზე ორიენტირებულობის პრინციპიდან გამომდინარე. Ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც საშუალება, რომლითაც ფუნდამენტურ სიკეთემდე მივალთ, უმნიშვნელოა, მთავარი საბოლოო პროდუქტია, რომელიც საერთო კეთილდღეობის მაქსიმიზაციის წინაპირობად უნდა იქცეს. Ამის გათვალისწინებით, თითქოს უმნიშვნელო ხდება, დისკრიმინაციული იქნება რაღაც საშუალება თუ არა – ამ შემთხვევაში კი მეთოდისა და საბოლოო შედეგის კონსეკვენციალისტური მიმართება ირღვევა არა იმიტომ, რომ თუნდაც კვოტირება, როგორც მეთოდი, დისკრიმინაციულია, არამედ იმიტომ რომ ამ კონკრეტული მეთოდით ირღვევა ფუნდამენტური პრინციპები დემოკრატიისა, რაც საერთო კეთილდღეობის მაქსიმიზაციისთვის აუცილებელი პირობაა.
Საბოლოოდ, საერთო კეთილდღეობის ხარისხის მაქსიმალურად გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, შემოვიღოთ თავისუფლება (ამ ცნების უკიდურესად პრაგმატული გაგებით), რაც მოარღვევს შემზღუდავ ჩარჩოებსა და რიცხვებში მოქცეულ შესაძლებლობებს – თანასწორობის ბუნებრივად დამკვიდრება საბოლოო შედეგი იქნება. Ეს კი დემოკრატიის, როგორც ფუნდამენტური სიკეთის, ძირეულ პრინციპებს ეხმიანება.
Უთანასწორობა, როგორც კონსექვენციალისტური საფრთხე
